ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო სასწავლო მეთოდსა თუ აქტივობას სთავაზობენ და სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ. მათ შორის აღსანიშნავია პრეზენტაციებით სწავლება, რომელიც დამოუკიდებელ მუშაობას გულისხმობს, მოსწავლეებს კვლევა-ძიებისა და ტექნოლოგიურ უნარებს უვითარებს.
ახლახან, სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, შექმნეს პრეზენტაცია საქართველოს დიდი ქალაქების შესახებ.
VI კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს დიდი ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის და ა. შ. - შესახებ და დიაგრამის გამოყენებით წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია.
იხილეთ ფოტოები: