საბუეს საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა
30-04-2025

დედამიწის დღესთან დაკავშირებით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში ჩატარდა რიგი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვითი ღირებულებების განმტკიცებას.

ღონისძიებების ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პოსტერები, რომლებზეც ასახეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა, ბუნების სილამაზე და ადამიანის პასუხისმგებლობა პლანეტის წინაშე. ასევე, კლასში მოეწყო პოსტერების გამოფენა, სადაც თითოეულმა კლასმა წარმოადგინა საკუთარი ნამუშევრები.

გარდა ამისა, გაიმართა სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის – სკოლის ეზოს დასუფთავება, გამწვანების აქცია და საინფორმაციო საუბრები ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ძალისხმევით გარემოსადმი ზრუნვა პრაქტიკულ ქმედებებში გამოიხატა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...