თბილისის N9 საჯარო სკოლაში ბოლო ზარზე ფერადი კვამლი გაუშვეს
22-06-2018

ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა. 

მეთორმეტეკლასელებმა ერთმანეთის მაისურები და პერანგები მოხატეს და სკოლას ემოციურად დაემშვიდობნენ. 

მათ მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებსა და სკოლას გაწეული ამაგისთვის. 

ღონისძიების დასასრულს კი ცაში ფერადი კვამლი გაუშვეს. 

თბილისის N9 საჯარო სკოლა ულოცავს მათ სწავლის დასრულებას და მომავალში წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203