აღრიცხვის ელექტრონული სისტემა საბავშვო ბაღებში - ცვლილებები ბაღის თანამშრომლებისთვის
30-04-2025

თბილისის საბავშვო ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემა დაინერგება. ბაღის აღსაზრდელებს დაურიგდებათ ბარათები და მათი ბაღში შესვლა, დაგვიანება და გასვლა ელექტრონულად დაფიქსირდება, ამ ფუნქციებისთვის საჯარო ბაღებში დაშვების ელექტრონული სისტემა დამონტაჟება, აღნიშნული ცვლილებებისთვის სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა, რომელში გამარჯვებული კომპანიაც ცნობილია. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მის დაფუძნებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებისთვის დაშვების ელექტრონული სისტემას თანმდევი სამონტაჟო სამუშაოებით ყიდულობს. რისთვისაც 2.1 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. თუმცა როგორც ცნობილი გახდა ტენდერში გაიმარჯვა შპს „ბუსა ჯგუფმა“, იგი ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ტენდერში. ამასთან, „ბუსა ჯგუფის“ შეთავაზებული თანხა 1 999 900 ლარი იყო.

დროის აღრიცხვის სისტემა თბილისის საჯარო ბაღებში განთავსდება. მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულმა კომპანიამ 2025 წლის 1 სექტემბრამდე სისტემა 10 საბავშვო ბაღში უნდა დაამონტაჟოს, ხოლო 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე აღნიშნული სისტემა ყველა ბაღში უნდა იყოს დაყენებული. 

კომპანია, ვალდებული იქნება სისტემის დამონტაჯების შემდგომ თითოეულ ბაღში მინიმუმ ერთი თანამშრომელი მაინც გადაამზადოს აღნიშნული მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში საჯარო ბაღებში სულ 60 000-მდე აღსაზრდელია. თანამშრომლების რაოდენობა კი დაახლოებით 13 000. ამასთან, ტენდერით გათვალისწინებულია ბარათების ნომრის 300 კომბინირებული წამკითხველ/კონტროლერის და 70 000 წამკითხველის შესაბამისი პლასტიკური ბარათის შესყიდვა.

როგორ შეეხება აღრიცხვის ელექტრონული ფორმატი ბაღის თანამშრომლებს, ამის შესახებ სააგენტოში წინასწარ თქმა უჭირთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ელექტრონული ფორმატი ბევრად უფრო მარტივი იქნება აღსაზრდელთა რაოდენობის აღრიცხვა და პედაგოგებს მატერიალური ჟურნალში მონაცემების ჩანიშვნა აღარ დასჭირდებათ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...