სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე საქართველოს ისტორია გააცოცხლეს
22-06-2018
სატივის საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ღონისძიება - „ერთიანი ენა, ერთიანი რწმენა, ერთიანი მამული“ მიუძღვნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად დეკორაციები დაამზადეს და სცენაზე საქართველოს ისტორია გააცოცხლეს.
ღონისძიებას ხაშურის რესურსცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ – მირიან ხოსიტაშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის ახლადგახსნილ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.
ღონისძიება პედაგოგები - შორენა მჭედლიძე, სოფო ლომსაძე, თეა კალმახელიძე, ნატალია კოპაძე და ირინე ქურდაძე ხელმძღვანელობდნენ. იხილეთ ფოტოები