ბოლნისის N5 საჯარო სკოლის გუნდი ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალში მოხვდა
22-06-2018
 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ფინალური ტური ჩატარდა. 

პროექტის ფინალში 386 მონაწილე სკოლიდან 73 საჯარო და კერძო სკოლის ის გუნდები მოხვდნენ, რომელთაც ნახევარფინალში დასმული 20 კითხვიდან 13 და მეტი ქულა დააგროვეს.

ფინალურ ტურში ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203