ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში შედეგების საფუძველზე დაჯილდოვდნენ
ლანჩხუთის 4 მოსწავლე, რომელთა შორისაც ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის 2 მე-11 კლასელი მოსწავლეა, განათლების სამინისტრომ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში შედეგების საფუძველზე დააჯილდოვა. აღნიშნული „დავისვენოთ და ვისწავლოთ“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სალომე ჩიკაშუა და მარიანა მურვანიძე, სხვა გამარჯვებულებთან ერთად, ზაფხულში საქართველოში არსებულ ინგლისური ენის საზაფხულო სკოლასა და ბრიტანეთში არსებულ ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში დაისვენებენ.