თეთრიწყაროს N1სკოლის სამეურვეო საბჭომ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 12 ოქტომბერს ჩაატარა.
როგორც სამეურვეო საბჭოზე განაცხადეს, არჩევნების უკეთესად და მაღალხარისხოვნად ჩატარების მიზნით გამოყენებულ იქნა სკოლის სააქტო დარბაზი, როგორც საბაზო, ისე საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.
დაიბეჭდა ბიულეტენები, გამოიკრა საარჩევნო სიები, შეიქმნა საარჩევნო კომისია და 12 ოქტომბერს, გაკვეთილების შემდეგ, ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც თითოეულმა მოსწავლემ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.
არჩევნების შემდეგ, კომისიამ შეაჯამა შედეგები და დაამტკიცა საბაზო და საშუალო საფეხურზე თვითმმართველობა.