ვარევანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის მიხედვით ლექსების წიგნი დაამზადეს
25-06-2018
ვარევანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებები ქართული ენის კლუბის წევრებმა ჩაატარეს.
ქართული ენის მასწავლებელ ნინელი გოგოლაძის ხელმძღვანელობით სკოლაში არაერთი სახალისო ღონისძიება მოეწყო: ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსები, მოეწყო ქართული ფილმების ჩვენება და კალიგრაფიის კონკურსი, სადაც მოსწავლეებმა აღმაფრთოვანებელი ნამუშევრები წარმოადგინეს.
მეორე კლასის მოსწავლეებმა ანბანის მიხედვით შედგენილი ლექსების წიგნი დაამზადეს და საკუთარი ნახატებით გააფორმეს.
სკოლაში მოეწყო სტენდიც, სადაც მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა. იხილეთ ფოტოები