სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
25-06-2018
სამტრედიის N12 საჯარო სკოლის პედაგოგმა ნონა კობრავამ პროექტი-გაკვეთილი ჩაატარა. 

მე-8 კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძვანელთან, დაწყებითი კლასის პედაგოგთან და სკოლის დირექტორთან ერთად ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. 

„ბავშვების ინიციატივას, რომ გაკვეთილი ჩაეტარებინათ „მზიანი გულის მწერლის“ სოფელში დავეთანხმეთ და გუზი გურიისაკენ ავიღეთ. მოსწავლეები დუმბაძის თხზულებებიდან იმდენად კარგად იცნობენ გურიასა და გურულებს, რომ თავი შინაურ გარემოში იგრძნეს, ამას ხელი დამხვდურმა გიდმა შეუწყო, რომელიც გურულების ჩვეული იუმორით გაუძღვა სკოლის აღსაზრდელებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგებმა გაკვეთილი დაფისა და სხვა სასწავლო რესურსის გარეშე ჩაატარეს. მოსწავლეები იატაკზე ისხდნენ და პედაგოგის დასმულ კითხვებს პასუხობდნენ. მოზარდებმა მწერილის შემოქმედებაზე ისაუბრეს, კინოგმირები გაიხსენეს, ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები წაიკითხეს, პატარა მხატვრებმა კი მუზეუმს საჩუქრად გადასცეს საკუთარი ნახატები, რომელზეც მწერლის მოთხრობების სცენები იყო ასახული. 

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სკოლაში სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203