ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავისუფლებაზე დახატეს
25-06-2018
ფოთის N7 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს კვირეული მიუძღვნეს. კვირეულის ფარგლებში სკოლაში არაერთი ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის II-VI კლასის მოსწავლეებმა თავისუფლებაზე დახატეს.
აქტივობის ბოლოს მოსწავლეებმა ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.
წელს, საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.