გელათის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა მეგენეიშვილმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ესეების კონკურსში მე-3 ადგილი დაიკავა.
ანა მეგენეიშვილს დიპლომი და ფულადი ჯილდო გადაეცა.
ესეების კონკურში ტყიბულის მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლის 28 მოზარდი, მათ შორის გელათის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე მონაწილეობდა.
კონკურსი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ხელშეწყობით ჩატარდა.
კონკურსი მიზნად ისახავდა მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას, ახალგაზრდებში ინდივიდუალური ნიჭისა და უნარის გამოვლენას, დამოუკიდებელი, არგუმენტირებული და კრეატიული აზროვნების წახალისებას.
იხილეთ ფოტო