ხიდრის საჯარო სკოლაში პროექტი „მეტი წიგნი სკოლას“ განხორციელდა
25-06-2018
ხიდრის საჯარო სკოლაში V-VI კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ მზია ბერაძესთან ერთად პროექტი „მეტი წიგნი სკოლას“ განახორციელეს. 

აღნიშნული პროექტი ბუნების დაცვას ეძღვნებოდა.

პროექტის განმავლობაში, მოსწავლეებმა სხვადასხვა დიზაინის განცხადებები შექმნეს ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით და გაავრცელეს საზოგადოებაში. 

მოსწავლეებმა გამართეს პროექტის პრეზენტაციაც, რომლის წარდგენა ვიდეო რგოლის ჩვენებით დასრულდა, დევიზით „შეჩერდი, შენ შეგიძლია ეგ ქაღალდი აქციო წიგნად“. 

აგრეთვე, მოსწავლეებმა დაამზადეს ქაღალდებისთვის ურნა და განათავსეს სკოლის ტერიტორიაზე. 

პროექტის მთავარ შედეგს კი წარმოადგენდა მაკულატურის ნაცვლად მიღებული წიგნები, რომლებიც სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა. 

პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად იყო ჩართული სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები და სოფლის მოსახლეობა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203