ყვარლის N1 საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განახორციელდა
25-06-2018
მათემატიკის პედაგოგმა ნუნუ ტუშურმა V, VI, VII კლასის მოსწავლეებთან ერთად ყვარლის N1  საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განახორციელა.  

კერძოდ, I - დან  IV კლასის ჩათვლით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს და მათი ოჯახის წევრებს დახმარება გაეწიათ. 

მათ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები და სასწავლო ნივთები გადასცეს.  

აღნიშნული პროექტით კმაყოფილები დარჩნენ არა მარტო ბენეფიციარები, არამედ პროექტში მონაწილე მოსწავლეები. 

მათ სურვილი გამოთქვეს, მსგავსი პროექტი სისტემატურად  განახორციელონ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203