ძმუისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ბოლო ზარზე“ ჰაერში ფრანი გაუშვეს
25-06-2018
ძმუისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს. ნინო ხარატიშვილი, ირაკლი ხარატიშვილი, ბონდო გაბელაშვილი და ჯემალი ფორჩხიძე სკოლაში თეთრი მაისურებით მივიდნენ და ერთმენეთის პერანგები მოხატეს. სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთისთვის სურვილებიც არ დაიშურეს.
საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება მიულოცეს მოსწავლეებს პედაგოგებმაც, მოსწავლეებმა კი მათ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეება საზეიმოდ ტორტი გაჭრეს და ჰაერში ფრანი გაუშვეს. იხილეთ ფოტოები