პლანშეტი და მაჯის საათები - იორმუღანლოს სკოლის მასწავლებელის საჩუქრები მოსწავლეებს
იორმუღანლოს სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ისმიხან მამედოვმა განახორციელა პროექტი, რომელიც რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა:
1. ტესტირება ჩატარდა ყველა კლასში, მასში მონაწილეობა მიიღო ყველა მოსწავლემ, რის შედეგადაც შეირჩნენ მოსწავლეები მეორე ეტაპისთვის.
2. მეორე ეტაპზე გადასულმა მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი–ტესტი 45 წუთის განმავლობაში. გამოვლინდა 3 მოსწავლე, რომელთაც ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს და გადავიდნენ მესამე ეტაპზე.
3. 10 კითხვიან კითხვარს გასცეს მოსწავლეებმა პასუხი 2 წუთის განმავლობაში. სწორი პასუხების მიხედვით, 1 ადგილზე გასულ მოსწავლეს გადაეცა პლანშეტი, 2 და 3 ადგილზე გასულებს მაჯის საათები, რომლებიც მასწავლებელმა ისმიხან მამედოვმა საკუთარი თანხით შეიძინა