ხცისის საჯარო სკოლაში ყოფილი დირექტორის ხსოვნის საღამო გაიმართა
25-06-2018
ხცისის საჯარო სკოლაში ყოფილი დირექტორის ციცინო ბურნაძის ხსოვნის საღამო გაიმართა, რომელიც მისი დაბადების 75-ე წლისთავს ეძღვნებოდა. საღამოზე მოსწავლეებმა ციცინო ბურნაძის სხვადასხვა თემატიკაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს, ცეკვები შეასრულეს და მის ლექსზებზე დაწერილი სიმღერა იმღერეს.
საღამოს ციცინო ბურნაძის კოლეგები, მეგობრები, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სტუმრებმა ციცინო ბურნაძე დიდი სითბოთი და პატივისცემით გაიხსენეს.
საღამო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ეკატერინე ლომსაძემ მოამზადა.