გასული სასწავლო წელი ნამაშევის საჯარო სკოლსთვის საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მოსწავლეებთან ერთად აქტიურად იყო ჩაბმული ყველა სასკოლო აქტივობაში.
საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ 21 თებერვალს მოაწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
6 მარტს გაიმართა ქალთა საერთაშორისო და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ყვავილების მეჯლისი“.
აღნიშნულ ღონისძიებაზე სკოლის დირექციამ პედაგოგ ქალბატონებსა და მოსწავლეებს გადასცა ფასიანი საჩუქრები.
დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში სპეცმასწავლებლის მიერ, 21 მარტს ჩატარებულმა ღონისძიებამ „ჩემი ხმა საზოგადოებაში - გიყვარდეთ სიცოცხლე“, რომელიც მიეძღვნა დაუნის სინდრომს.
ღონისძიების მსვლელობისას მოეწყო ფილმის ჩვენება „მარტინი მოჩვენება“, ხოლო სსსმ მოსწავლეებს სკოლის დირექციამ გადასცა ფასიანი საჩუქრები.
საინტერესო იყო ეს სასწავლო წელი პატარებისთვისაც.
დაწყებითი კლასისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრამ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით, 13 აპრილს, ჩაატარა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენა ბურჯია ერისა“.
სკოლამ ღირსეულად გააცილა წლევანდელი კურსდამთავრებულები.
მათთვის მოეწყო გამოსამშვიდობებელი საღამო „მშვიდობით სკოლავ, ანუ გამოცდები იწყება“.
სასწავლო წელი სკოლის მოსწავლეებისთვის სიურპრიზით დასრულდა, რომელიც მოაწყო სკოლის დირექციამ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით.
სკოლის დირექცია მოსწავლეებსა და სტუმრად მოწვეულ ახალშენის N1 ბაღის აღსაზრდელებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა.
იხილეთ ფოტოები