კერძო სკოლა „დავითიანი-მარინა გორშკოვას“ მასწავლებლებმა მოსწავლეებს სიურპიზი მოუწყვეს
25-06-2018
ბოლნისის კერძო საშუალო სკოლაში - „დავითიანი-მარინა გორშკოვა“ 1 ივნისი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. სკოლაში მოსულ მოსწავლეებს მასწავლებლებმა სიურპრიზი მოუწყვეს და სახალისო აქტივობები დაახვედრეს.
სკოლაში გაიმართა ჭადრაკის ტურნირი, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი და ინტელექტუალური თამაში.
მოსწავლეები ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთნენ. იხილეთ ფოტოები