ტყიბულის N4 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
შემეცნებით-გასართობ ღონისძიებას „პლანეტების აღლუმი“ კონკურსის სახე ჰქონდა.
კონკურსის ფარგლებში საუკეთესო პრეზენტატორი უნდა გამოვლენილიყო.
ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და პრეზენტაციის უნარის განვითარება იყო.
ასევე მათ უნდა დაეხასიათებინათ მზე და მზის ორბიტაში შემავალი პლანეტები.
ღონისძიებას მასწავლებელი თამარ გვენეტაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები