ფოთის N1 საჯარო სკოლამ ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობა მიიღო
25-06-2018
საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - ფოთის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო.

გუნდის წევრები: ბუთხუზ ღაღანიძე, გიორგი შულაია, გეგა კარანაძე, საბა მახათაძე და არჩილ გვასალია გახლავთ, ხოლო მასწავლებელი ნონა წოწონავაა. 

გუნდმა პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით გაიარა და ფინალში გადავიდა, რომელიც 4 ივნისს თბილისში ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203