საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეები შშმ ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრნენ
25-06-2018
საყულიის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბაზაზე არსებულ სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ლამპარს“ ესტუმრნენ. 

შეხვედრას დამრიგებელი ლანა გოგონაძე ხელმძღვანელობდა. 

შეხვედრის ლოზუნგი იყო „ჩვენ გვინდა თქვენთან მეგობრობა“. 

„ერთად გატარებულმა რამდენიმე საათმა მოსწავლეები მეგობრულად განაწყო ერთმანეთის მიმართ. მათ გამართეს მცირე ღონისძიება, სადაც წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სხვადასხვა სპორტული აქტივობა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

შეხვედრის ბოლოს დღის ცენტრის წევრებმა მოსწავლეებს თავიანთი ხელით დამზადებული საჩუქრები გადასცეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203