უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის ერთთვიანი მომზადების კურსი გაირეს
26-06-2018
უჯარმის საჯარო სკოლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა, ეკა კიბაბიძემ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი ჩაატარა.
ბავშვები საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაში ინფორმატიკის მიმართულებით “OLINFO” მონაწილეობის მისაღებად მოემზადნენ.
ზემო აღნიშნულ ოლიმპიადის პირველი ტური 2018 წლის 27 მაისს წარმატებით გადალახეს მე-9 კლასის მოსწავლეებმა 1. თამაზ რევაზიშვილმა და 2. ლევან კიბაბიძემ, ხოლო 2018 წლის 17 ივნისს მათ გაიმარჯვეს დასკვნით ტურში და საპრიზო ადგილები მოიპოვეს.