ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეება გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები გააკეთეს
26-06-2018
ხაჩკოვის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ღონისძიებას სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლიუბა ბულუდიანი ხელმძღვანელობდა.
სკოლის აღსაზრდელებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები დაამზადეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 5 ივნისს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა. იხილეთ ფოტოები