„დედა ენავ, ნახვამდის“ - რუისის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება აღნიშნეს
26-06-2018
რუისის N2 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით - „დედა ენავ, ნახვამდის“ აღნიშნეს. მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობაზე ისაუბრეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, იმღერეს და სცენაზე გაითამაშეს, თუ როგორ შეიქმნა ქართული ანბანი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დამსწრე საზოგადოებას განსაკუთრებულად მოეწონა ლექსი-გამოცანები, რომელთა გამოცნობაშიც აქტიურად ჩაერთო.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა აღსაზრდელებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცეს.