ტალერის საჯარო სკოლის ფოლკლორული ანსამბლი „თუთარჩელა“ გრანპრის მფლობელი გახდა
26-06-2018
2017-2018  სასწავლო წელი ტალერის საჯარო სკოლის შემოქმედებითი წინსვლისთვის შესანიშნავი პერიოდი იყო. მუსიკოს დემურ ახალაიას და სკოლის მუსიკის მასწავლებლის ზეინაბ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სკოლის მოსწავლე -ახალგაზრდობის სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი ,,თუთარჩელა“.

მოკლე პერიოდში ანსამბლმა ,,თუთარჩელა“ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ანსამბლს მიენიჭა მეორე ტურში მონაწილეობის უფლება.

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული  საგუნდო კოლექტივების  მეოთხე ეროვნულ კონკურსში, რომელიც თბილისში გაიმართა ანსამბლმა  პირველი ადგილი დაიკავა.
წარმატებული იყო მათი გამოსვლა საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში, რომელიც  ბათუმში გაიმართა. კონკურსზე მარტვილის მუნიციპალიტეტის ტალერის საჯარო სკოლის სიმღერის ფოლკლორულ ანსამბლს ,,თუთარჩელა“ გრანპრი „ოქროს დელფინი“ მიენიჭა.

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ ,,ეტალონში’’ მონაწილეობდნენ თამუნა კალანდია (X კლასი) და ლუკა მირცხულავა (XI კლასი). მოსწავლეთა პროექტისგან დიპლომები გადაეცათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203