სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლა დაარსდა ფეოდალის ს. აბაშიძის სახლში, სადაც ფუნქციონირებდა დაწყებითი საფეხურის სწავლება, შემდეგ მოხდა შენობის გაფართოება და სკოლა გადაკეთდა საბაზო საფეხურის სკოლად. 1974 წელს სოფელში აშენდა კაპიტალური ორსართულიანი შენობა, რომელიც გათვლილი იყო 200 მოსწავლეზე, 2003 წლიდან კი სკოლა არის საშუალო საფეხურის. ამჟამად სკოლის...
მეტის ნახვა
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლა დაარსდა ფეოდალის ს. აბაშიძის სახლში, სადაც ფუნქციონირებდა დაწყებითი საფეხურის სწავლება, შემდეგ მოხდა შენობის გაფართოება და სკოლა გადაკეთდა საბაზო საფეხურის სკოლად. 1974 წელს სოფელში აშენდა კაპიტალური ორსართულიანი შენობა, რომელიც გათვლილი იყო 200 მოსწავლეზე, 2003 წლიდან კი სკოლა არის საშუალო საფეხურის. ამჟამად სკოლის სახელწოდებაა - სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლა. სკოლა აგებულია სოფლის ცენტრში და მას უკავია 1,5 ჰა მიწის ნაკვეთი, ხეხილიანი ბაღით, დამხმარე ნაგებობითა და სპორტული მოედნით.
სკოლაში დასაქმებულია 27 პედაგოგი, ყველა მათგანს მინიჭებული აქვს უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. სკოლას ასევე ჰყავს ექიმი პედიატრი.
სკოლაში სწავლობს 61 მოსწავლე. სკოლას ჰყავს პროგრამების: „ჩემი პირველი კომპიუტერი“ და „ოქროს მედლის“ კანდიდატები. სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები შემეცნებით პროექტებში.