„შემობრძანდა გაზაფხული, კეკლუცი და ნაზი“ - ამ სახელწოდებით ღონისძიება, გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში გაიმართა.
გაზაფხული ფრთხილად მოაბიჯებს ნაზამთრალ მიწაზე. ეფერება სულში მიმალულ ნანატრ ოცნებებს და საცააა ატმის ყვავილებთან ერთად იფეთქებს სითბო, სინაზე, სიყვარული. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ გვეპარება, მერე ფიქრებად, იებად, ყოჩივარდებად, ენძელებად აფეთქდება მზის სხივით ნაფერი დღე. სიყვარულის, დედის... ათასფრად ამაღლებული ოცნებით, იმედებით შემოუვლის ყველას, ყველას...
ბუნების მეჯლისზე, სადაც გაზაფხულის ღონისძიება ჩატარდა, მოსწავლეები ემოციებს
ვერ მალავდნენ.