„იყო ცრემლიც, სიამაყეც, პატრიოტიზმის გამძაფრებული გრძნობაც“- არაშენდის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
27-06-2018
გურჯაანის, არაშენდის საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

არაშენდის, მელაანის, ჩალაუბნის, ზემო კაჭრეთის, კაჭრეთის და ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა სამშობლოს თემაზე ლექსები და ჩანახატები წაიკითხეს, იმღერეს და და ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.

„იყო ცრემლიც, სიამაყეც, პატრიოტიზმის გამძაფრებული გრძნობაც, ეთნოგრაფიული ელემენტებით მოწყობილი სკოლის ეზო კი დამთვალიერებლის თვალს იტაცებდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება გურჯაანის რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მის მთავარ მიზანს მოსწავლეების სოციალიზაცია და სამშობლოს სიყვარულის გაღრმავება წარმოადგენდა.

 საღამოს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, მერი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203