გელათის საჯარო სკოლაში ვიქტორინა - „ვინ უკეთ იცის ქიმია“ ჩატარდა
27-06-2018
ტყიბულის, გელათის საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებელმა ეკა ნიშნიანიძემ ვიქტორინა - „ვინ უკეთ იცის ქიმია“ ჩაატარა. შეჯიბრში მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიქტორინა სამ ეტაპად ჩატარდა და მასში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ.
ვიქტორინაში მეთერთმეტეკლასელმა გიორგი იდაძემ გაიმარჯვა. სკოლის აღსაზრდელს დიპლომი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა.