„თუ დედა ენით არ ხარ გაზრდილი“ - ახოს N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
27-06-2018
ახოს №1 საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მანანა ცინარიძის  ხელმძღვანელობით, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი“ ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება VIII კლასის მოსწავლეებმა წარმართეს, I-VII კლასის აღსაზრდელები კი აქტიურად მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა ქართული ენის შესახებ დაწერილი ლექსები და ცნობილი მწერლების გამონათქვამები წაიკითხეს, მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203