ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სატელევიზიო პროექტის ჩაწერაში მონაწილეობდნენ
27-06-2018
ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნინი ტაბატაძემ, მიქაელ ბუზალაძემ და გიორგი ხაჩატუროვმა სატელევიზიო პროექტის - „ხარ თუ არა მე-6 კლასელზე ჭკვიანი“ შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვეს. 

სკოლის აღსაზრდელები გადაცემების ჩაწერაში მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გადაცემაში წარმატებით ითამაშეს.

გადაცემაში - „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი ცდილობს გამოიცნოს კითხვები, რომლებიც მხოლოდ დაწყებითი ექვსი კლასის სკოლის მასალიდან არის მოცემული. თითოეული სწორი პასუხის შემთხვევაში მოთამაშე იგებს თანხას. მოგებული თანხით კი, გადაცემის სტუმარი მისთვის სასურველ სკოლას ეხმარება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203