თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექტორი მშობლების წინაშე ანგარიშით წარსდგა
27-06-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე სკოლის პედაგოგიური საბჭოს, სამეურვეო საბჭოსა და მოსწავლეთა მშობლების წინაშე 2017-18 სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარსდგა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახაბერ ლაბუჩიძე, ისნის რაიონის გამგეობის ავლაბარი-მეტრომშენის საუბნო განყოფილების უფროსი გიორგი ჭიჭინაძე, 106-ე საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა, მე-17 ბაგა-ბაღის გამგე ლელა ბაქრაძე და სხვები.
პრეზენტაციის ბოლოს მოწვეულმა სტუმრებმა წარჩინებულ მოსწავლეთა მშობლებს საპატიო დიპლომები და სიგელები გადასცეს, ასევე, სკოლის მიერ გაწეულ საქმიანობას მაღალი შეფასება მისცეს და წარმატება უსურვეს.