უდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ექსკურსია მოაწყვეს
27-06-2018
უდის პირველი საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა, მშობლებთან და კლასის ხელმძღვანელთან ერთად ექსკურსია მოაწყვეს.
კერძოდ, მათ საქართველოს კუთხეები შემდეგი დატვირთვით მოინახულეს: ანანური, ჟინვალი, ჩარგალი-ვაჟა-ფშაველასა და მისი შემოქმედების უკეთ გასაცნობად; ყაზბეგი - დარიალის ხეობა, გერგეთი სამების ეკლესია და სნო-როგორც პატრიარქის მშობლიური სოფელი და ბაზალეთი-ილია ჭავჭავაძის ლექსის „ბაზალეთისა ტბის პირას“ მიზეზით.
სკოლის დირექციის ცნობით, აქტივობა შემეცნებით ხასიათს ატარებდა.