ბოხვაურის საჯარო სკოლაში შემეცნებითი პროექტები მიმდინარეობს
27-06-2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პროექტ „სასკოლო აქტივობების“ ფარგლებში, ბოხვაურის საჯარო სკოლაში ისტორიის უფროსი მასწავლებლის, თეა მსხვილიძის მიერ VII-VIII-IX კლასებში პროექტი „რა? სად? როდის?“ ხორციელდება. 

მიმდინარე სასწავლო წელს უკვე 4 აქტივობა ჩატარდა:

1. კურსის შესავალი, მიზნების გაცნობა, გუნდების ფორმირება, თემების შერჩევა-დანაწილება, დავალებების მიცემა ( 2018 29.05);

2. კინო-მსოფლიო კინოისტორიიდან; ჩარლი ჩაპლინი და ძმები ლუმიერების ბიოგრაფიები (2018 05.06);

3. ქართული თეატრის სათავეებთან- დიმიტრი ყიფიანი (2018 07.06);

4. იტალიური აღორძინების ფერმწერები ( 2018 12.06);

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203