ხელვაჩაურის განთიადის საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში ამხანაგური შეჯიბრი მოეწყო
27-06-2018
ხელვაჩაურის განთიადის საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში ამხანაგური შეჯიბრი მოეწყო, სადაც მონაწილეობა ზედა განთიადის საჯარო სკოლამ და განთიადის საჯარო სკოლამ მიიღო.
ღონისძიების ორგანიზატორები რომან ცეცხლაძე და ახმედ ცხადაძე გახლდნენ.
აქტივობა შთამბეჭდავი და აზარტული გამოდგა.
სკოლის დირექციის შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები ხელს სკოლების კიდევ უფრო დამეგობრებას უწყობს.