ღების საჯარო სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის სპორტის თავისუფალი გაკვეთილები ტარდება
27-06-2018
ღების საჯარო სკოლაში სპორტის თავისუფალი გაკვეთილები ტარდება, რომლის მიზანია მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და თვითგადარჩენის ინსტიქტების გამომუშავება.

პროექტის კოორდინატორი ამავე სკოლისა და პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე სპორტის მასწავლებელი ოთარ როსტომაშვილია. 

მის მიერ დაგეგმილი აქტივობები მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით მათი ცოდნის ამაღლებაზეა გათვლილი. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203