ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი „გააცილეს“
27-06-2018
ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ჯულიეტა სურმანიძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გამართეს. 

პირველკლასელებმა კედლის გაზეთები დაამზადეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს. 

ღონისძიების ბოლოს პირველკლასელებს პედაგოგებმა საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცეს. 

იხილეთ ვიდეოები  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203