თელავის მე-7 სკოლაში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდნენ ისრაელის ქალაქ გედერას უმაღლესი სკოლის დირექტორი-რეიჩელ ტალი, ქიმიის მასწავლებელი ევფრატ კორენი და სკოლის მოსწავლეები.
მათთან ერთად სკოლას სტუმრობდა ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი, დოქტორი, დვორა კათჩევიჩი.
ვიზიტის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, გაშენდა მეგობრობის სკვერი, მოეწყო კულტურული, შემოქმედებითი ღონისძიებები და ექსკურსიები.
ჩატარდა მოსწავლეთა კვლევითი პროექტების რაიონული კონფერენცია. სტუმრებს ვახვახიშვილების სასახლეში შეხვდა და უმასპინძლა ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ.