დისველის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღნიშნეს
27-06-2018
ასლან შაინიძის სახელობის დისველის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღნიშნეს. ღონისძიებას პედაგოგი ციცინო სულამანიძე ხელმძღვანელობდა.
„სკოლის რიგით მეთოთხმეტე სასკოლო გამოშვება დახუნძლული იყო გულთბილი შთაბეჭდილებებით, ოვაციებით, ნოვატორული იდეებით. დიანა შაინიძე, სალომე შაინიძე, შორენა შაინიძე, ინგა ღორჯომელაძე, ჯუნა აბაშიძე, ემზარი აბულაძე, ლევანი დავითაძე ამ აღსაზრდელების სიყვარული დიდი ხნით გაყვება სკოლას, სადაც აცრემლებულებმა შემოაღეს კარი და თორმეტი წლის შემდეგ სევდანარევი სიხარულით მოგვიძღვნეს „ბოლო ზარი“. კუსრდამთავრებულები მუსიკალური ნომრებით, ლექსებით, ჩანახეტებითა და დიდი სიყვარულით დაგვემშვიდობნენ. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე წარმატებით დაასრულეს გამოსაშვები გამოცდები და ბანკეტიც გადაიხადეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლა კურსდამთავრებულებს საუკეთესო მომავალს უსურვებს.