თეთრიწყაროს N1 სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო-შემეცნებითი სახის კონფერენცია ჩაატარეს
08-12-2016

თეთრიწყაროს N1 სკოლაში უცხო ენის კათედრამ ჩაატარა კონფერენცია თემაზე „ИЗ ИСТОРИИ РАЗНЫХ ВЕЩЕЙ”. 

კონფერენცია მომზადდა მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეების მიერ. ესწრებოდნენ მე-6 კლასის მოსწავლეები და კლასის დამრიგებლები. 

კონფერენციის მომზადების პერიოდში მოსწავლეებმა გამოიყენეს ენციკლოპედიები, შესაბამისი ინტერნეტ საიტები. 

მონაწილეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია იმ საგანთა წარმოშობისა და გავრცელების შესახებ, რომლებსაც ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჰყვებოდნენ ქაღალდის, ჩანგლის, კოვზის შექმნის, ჭადრაკის, ფეხბურთის წარმოშობის ისტორიაზე, ასევე ზოგიერთი საკვები პროდუქტების: მაკარონის, კოკა-კოლას, შოკოლადის შესახებ.

კონფერენცია, თავისი არსით, იყო საგანმანათლებლო და შემეცნებითი სახის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203