ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა
27-06-2018
ხაჩკოვის  საჯარო  სკოლაში „ბოლო  ზარი“ დაირეკა. 

სპეციალურად ამ დღისთვის სკოლის მე-12  კლასის მოსწავლეებმა მინი იუმორისტული სკეტჩები, სიმღერები და ლექსები მოამზადეს.

ღონისძიების ორგანიზატორი ამავე სკოლის ბუღალტერი და სამოქალაქო  განათლების  მასწავლებელი ლიუბა  ბულუდიანი იყო. 

სკოლაში მოეწყო ანბანის გაცილების ზეიმიც „მშვიდობით ანბანო“. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები  შეასრულეს,  წაიკითხეს  ლექსები და დამსწრე საზოგადოებას ანბანის შესახებ მოუყვნენ. 

ღონისძიებას პირველი კლასის დამრიგებლები ინტიზარ  ბალიანი, აიდა ნერსესიანი და მოსწავლეების მშობლები ხელმძღვანელობდნენ. 

ღონისძიებებმა წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203