ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო ოლიმპიადებში მნიშვნელოვანი შედეგები აქვთ
27-06-2018
ცაგერის საჯარო სკოლიდან კინგსის ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 16-მა მოსწავლემ მიიღო.

საგანი ქართული ენა და ლიტერატურა გახლდათ.

მოსწავლეებიდან 6 მესამე კლასელი (საგნის მასწავლებელი ნინო შკუბულიანი) და 10 მეხუთე კლასელი (საგნის მასწავლებელი ლეილა ლომთაძე) იყო.

მესამე კლასის მოსწავლე თამარ ქურასბედიანმა 100 ქულიდან 100 ქულა აიღო, საბა კალანდაძემ- 92 ქულა, მარიამ საღინაძემ-93 ქულა, ლიკა ფუტკარაძემ -94 ქულა, მარიამ გურგუჩიანმა- 97 ქულა, რუსუდან ბელთაძემ კი-97 ქულა.

მეხუთე კლასის მოსწავლეებს შემდეგი შედეგი აქვთ: მაქსიმე ხაბულიანი -95 ქულა, კვირკაშვილი ანა- 60 ქულა, კვირკაშვილი ლიზი-78 ქულა, კორძაია მარიამი -78 ქულა, ფუტკარაძე ნატა-84 ქულა, კოპალიანი ნიკოლოზი -85 ქულა, გუგავა ბარბარე -85 ქულა, ბენდელიანი ლიკა- 85 ქულა, ლეთოდიანი ელენე -87 ქულა და კალანდაძე კესო -89 ქულა.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს და საგნის პედაგოგებს წარმატებას ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203