გუმბათის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი ღირსეულად აღინიშნა
27-06-2018
გუმბათის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
მოსწავლეებმა საქართველოს რუკა შეადგინეს, საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ თემებზე პრეზენტაციები გააკეთეს, ხოლო მეშვიდე და მეხუთე კლასელებმა ლექსები წაიკითხეს.
დასკვნით ღონისძიებაზე კვირეულის აქტიურ მონაწილეებს დიპლომები და ჯილდოები გადაეცათ.