ასპინძის სკოლის მოსწავლეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტში, ”მთას ვუბრუნდებით შვილები”, ჩაერთვნენ.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამ პროექტში მონაწილეობა ასპინძის სკოლის მოსწავლეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მასში აქცენტირებული პრობლემები აქტუალურია ყველა მაღალმთაში მცხოვრებთათვის.
ასპინძის სკოლის მოსწავლეებმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმები.
შეირჩა საუკეთესო - ასპინძის სკოლის X კლასის მოსწავლის გიორგი სოფრომაძის დოკუმენტური ფილმი ”სოფელი თოკი”, რომელიც წარმოდგენილი იყო ფინალურ ეტაპზე.
გიორგი სოფრომაძე დაჯილდოვდა სპეციალური დიპლომით.