ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლე ელჩების კონფერენციაში მონაწილეობდა
27-06-2018
ქობულეთის, ციხისძირის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ დიმიტრაძე რუსთავის საერთაშორისო სასკაუტო ცენტრში GLOW-ს ორგანიზებით ჩატარებულ ელჩების კონფერენციაში მონაწილეობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლიდერობის კონფერენცია ყოველ წელს ტარდება იმ გოგონებისთვის, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული GLOW-ს საზაფხულო ბანაკებში და თავიანთ თემში სამი პროექტი წარმატებით დაასრულეს. 

კონფერენციის მონაწილეები სწავლობენ პროფესიული განვითარების ახალ უნარებს და პროექტის განხორციელების სიღრმისეულ ტრენინგს ისმენენ, ამასთანავე ეძლევათ შესაძლებლობა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და იდეები გაუზიარონ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203