„ჩემი საქართველო“-ქვემო ალვანის საჯარო სკოლის ღია გაკვეთილი
27-06-2018
გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქვემო ალვანის საჯარო სკოლაში ალვანის საინიციატივო ჯგუფის მიერ ღია გაკვეთილი „ჩემი საქართველო“ ჩატარდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს ეძღვნებოდა.
მოსწავლეები პირველი რესპუბლიკის მოკლე ისტორიას, სახელმწიფოს სიმბოლიკას-დროშას, ჰიმნს, გერბს და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტებს გაეცნენ. დირექციის ცნობით, შეხვედრები სხვადასხვა თემატიკაზე საუბრებით მომავალში კვლავ გაგრძელდება. იხილეთ ფოტოები