არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ უფროსმა მასწავლებლებმა კოლეგებს საკუთარი პედაგოგიური კვლევები წარუდგინეს
28-06-2018
წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ უფროსმა მასწავლებლებმა - მაია ქობულიამ, ცირა ბერეკაშვილმა და ნინო ბერეკაშვილმა კოლეგებს საკუთარი პედაგოგიური კვლევები წარუდგინეს.

მაია ქობულიამ სასკოლო საზოგადოებას „X კლასის აკადემიური მოსწრების კლების მიზეზის კვლევა“ გააცნო.

ცირა ბერეკაშვილმა კი კოლეგებს წარუდგინა კვლევის ანგარიში, რომლის თემა იყო - „ბიოლოგიის შემაჯამებელი სამუშაოების დაბალი შედეგების გავლენა მასწავლებელთა წლიურ შეფასებებზე XI კლასში. გამომწვევი მიზეზები და გაუმჯობესების გზები“.

ნინო ბერეკაშვილის კვლევის თემა იყო - „მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე X კლასში.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვლევებმა პედაგოგთა დაინტერესება გამოიწვია. კვლევის ავტორებს მათ საკუთარი მოსაზრებები და უკუკავშირები გააცვნეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203