დათუნა, 7 წლის მოჭადრაკე, რომელიც უკვე 11 თასის მფლობელია
08-12-2016
ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლე 7 წლის ასაკში უკვე მე-2 თანრიგოსანი, რეიტინგიანი ევროპისა და მსოფლიო ტურნირის მონაწილე პატარა მოჭადრაკეა, რომელიც 11 თასის მფლობელია. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, დათუნა მათი სიამაყეა, იმედი, იმერეთის მოქმედი ჩემპიონი აბსოლუტური შედეგით 8 წლამდე ასაკობრივ ბიჭებში, იმერეთის ვიცე-ჩემპიონი 10 წლამდე ბიჭებში, მაია ჩიბურდანიძის თასის მფლობელი აბსოლუტური შედეგით.

და რაც მთავარია, შედეგიც სიმბოლურად მსოფლიოზე 41-ე ადგილი (თამაშობდა "GEORGIA 41" ნომრის მაისურით) საქართველოს დელეგაციაში კი პირველი ადგილი აიღო 8-10 წლამდე ასაკობრივ ბიჭებში.

სკოლა მომავალშიც წარმატებებს უსურვებს დათუნას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203