ხცისის საჯარო სკოლაში მშვიდობის კორპუსის მოხალისემ ინგლისურის გაკვეთილები ჩაატარა
28-06-2018
ხცისის საჯარო სკოლაში გაეროს პროგრამის - „17 მდგრადი განმავითარებელი მიზანი“ ფარგლებში, მშვიდობის კორპუსის მოხალისე სინტია ჰემპმა (Cynthia hampy) ინგლისურის გაკვეთილები ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილები იყო მრავლისმომცველი და ამავდროულად ხალისითა და მხიარულებით სავსე.
„მოსწავლეებს საშუალება მიეცათ კიდევ უფრო განევითარებინათ ინგლისურ ენასთან დაკავშირებული უნარები, გაიმრავლეს ინგლისური ენის ლექსიკონი, მიეჩვივნენ სხვა ქვეყნის მოქალაქესთან კომუნიკაციას და რაც მთავარია მათთვის ბიბლიოთეკა გახდა კიდევ უფრო მეტად სასურველი და საინტერესო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მისი თქმით, გაკვეთილების დასკვნით დღეს, მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ამერიკული პიცა გამოაცხეს და ფილმს უყურეს. სინტია ჰემპმა სკოლის აღსაზრდელები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
სკოლა სინტია ჰემპს, ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანებასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ მოცემული შესაძლებლობებისათვის მადლობას უხდის.